ბათუმში გაზი დღის ბოლომდე ჩაირთვება, ხელვაჩაურში კი ხვალ - სოკარი

10 მაისი 2019, 11:11 4569 ნახვა

ბათუმში ბუნებრივი აირი მხოლოდ 28 ათას აბონენტს მიეწოდება. ‘’სოკარ ჯორჯია გაზის’’ ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

ბათუმსა და ხელვაჩაურში, ამ ეტაპზე, რამდენი მომხმარებელია ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. 

''ღამის მონაცემებით, ბათუმში 28 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. დილიდან აბონენტების ჩართვები განახლდა, შესაბამისად, ზუსტი მონაცემები, რამდენ აბონენტს მიეწოდება გაზი, არ გვაქვს. ინფორმაცია ზუსტდება. ვვარაუდობთ, რომ ქალაქში ბუნებრივი აირის სრულად დღის ბოლოს ჩაირთვება’’ - უთხრეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპანიაში. 

ბოლო მონაცემებით, გაზი სრულად მიეწოდება მახინჯაურს, კაპრეშუმს,  თამარისა და ბარცხანის დასახლებებს, ფერიასა და ახალშენს. 

რაც შეეხება ქალაქს, ბუნებრივი აირი ჩართულია აღმაშენებლის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, გორგასლის ქუჩებსა და ასევე მიმდებარე ჩიხებში. გაზი ნაწილობრივ მიეწოდება ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.  

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს ბაქოს, გოგებაშვილისა და ანგისის დასახლებაში. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აბონენტებს გაზის მიწოდება ხვალიდან აღუდგებათ. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში