თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა

11 მაისი 2019, 11:50 1832 ნახვა

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო. მეოთხე როტაციის გახსნის ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრმა იზორიამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.სამხედროები მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლიან.

31-ე ბატალიონი წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გაივლის. სწავლება ოთხ ფაზად დაიყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში