შენდება თუ არა დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშო?

11 მაისი 2019, 19:20 2363 ნახვა

თურქეთში, მეათე საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის  დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოს  მშენებლობა დაიწყეს. ინფორმაცია და ფოტომასალა ამის შესახებ, სოციალურ ქსელში  გავრცელდა, სადაც ასახულია ამოთხრილი ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული,ასევე ჩალაგებული მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი სამშენებლო  მასალა.

თურქეთში საქართველოს ელჩის  განცხადებით გუშინვე დაუკავშირდა  თურქეთის კულტურისა და ტურიზმის  სამინისტროს ასევე სხვა უწყებებს, რის შედეგადაც  სამუშაოები შეწყვეტილია.გიორგი  ჯანჯღავა ამბობს, რომ  საპირფარეშოს  მშენებლობის შესახებ  არცერთ უწყებას ინფორმაცია არ ჰქონდა და  მშენებლობა სავარაუდოდ  ადგილობრივებმა თვითნებურად დაიწყეს. რაც შეეხება რეაგირებას ელჩის განცხადებით ფაქტზე მოკვლევას თურქული მხარე დაიწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში