ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე - სადღესასწაულო წირვა

12 მაისი 2019, 12:28 2947 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს ღამისთევით შესრულდა ლიტურგია, სარფის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში. წირვა-ლოცვა დეკანოზმა იოანემ აღავლინა.მოციქული ანდრია პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ხატი.

საეკლესიო სწავლებით ანდრიას პეტრე მოციქულის ძმას იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა მისი მოციქული გამხდარიყო და ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.  ანდრია მოციქული იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების, მისი სიკვდილისა და აღდგომის მოწმე. გადმოცემით, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში, აკურთხა პირველი სასულიერო პირები — მღვდლები და დიაკვნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში