კვიპროსში საქართველოს საელჩოს განცხადება  

12 მაისი 2019, 15:12 1310 ნახვა

კვიპროსში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, მათი საქართველოში დაბრუნება სამშაბათსაა დაგეგმილი. საელჩოს ინფორმაცით საქართველოს მოქალაქეები, იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში