მწერლების პროტესტი

12 მაისი 2019, 19:38 1601 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების ორგანიზაციები და სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება. სამინისტროს ინფორმაციით, გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სიპ-ები სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სიპ-ებს შეუერთდებიან, მათ შორის  „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება.

გადაწყვეტილებას მწერალთა და საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით სამინისტრო ანგარიშსწორების რეჟიმშია გადასული, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმის გამო. მათი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, დახურულ კაბინეტში არ უნდა ხდებოდეს. სამინისტროში მათ პოზიციებს არ იზიარებენ და   გაერთიანების აუცილებლობას, მოდერნიზებითა და სისტემის გამართვით ხსნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში