გონიო-კვარიათის სანაპიროზე ობიექტების მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება

13 მაისი 2019, 17:47 2057 ნახვა

ბათუმის მერიას გონიო - კვარიათის სანაპირო ზოლში  ბუნგალოების განთავსებაზე აუქციონი ჯერ არ გამოუცხადებია. როგორც მერიაში განმარტავენ,  დაახლოებით ათ დღეში  დასრულდება მუშაობა  ერთიან კონცეფციაზე,  რომლის მიხედვითაც ტერიტორიის განკარგვაზე აუქციონი გამოცხადდება.  პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები იმ მეწარმეებთან, რომლებსაც სანაპიროზე  წლებია აქვთ გახსნილი კვების ობიექტები.  

ბათუმის მერის განცხადებით არ არის გამორიცხული აუქციონის დასრულებამდე, მათ  იჯარის  თანხის გადახდის  შემდეგ   მუშაობის  უფლება  მიეცეთ.  რამდენიმე  კვირის წინ მეწარმეებს მერიამ უნებართვო ობიექტების  დემონტაჟის მოთხოვნა გაუგზავნა, რასაც მათი პროტესტი მოყვა. მერიაში აცხადებენ, რომ აუქციონის გზით ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარ პირობებში ჩააყენებენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში