მოქალაქე, რომელსაც სარფში არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა, 1000 ლარით დააჯარიმეს 

13 მაისი 2019, 15:20 2675 ნახვა

ბოლო 4 დღის განმავლობაში, „სარფში“, ''სადახლოსა'' და ''წითელ ხიდზე'' არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერებისას 9 920 ღერი სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი იპოვეს.

უწყების ინფორმაციით,  ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ჩამოართვეს. მათ ასევე, 1000-1000 ლარის გადახდაც მოუწევთ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში