''ბაბილონ თაუერის'' გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი არ შედგა

13 მაისი 2019, 18:10 2080 ნახვა

ბაბილონ თაუერის“ გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი არ შედგა.  მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონება ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა, ობიექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულებით 36 მილიონ 750 ათასი ლარად იყიდებოდა.  

სამინისტროში განმარტავენ, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი დამფუძნებლებს შორის დავა გახდა. ახალი ინვესტორი, რომელიც ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე  ''ბაბილონ თაუერს'' იყიდის ვალდებული იქნება, ქონება იმავე პირობებით შეიძინოს, როგორც თავდაპირველ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.  

ამის შემდეგ აღსრულების ბიურო   განმეორებით  აუქციონს გამოაცხადებს, რომელზეც  შენობა   საბაზრო ღირებულის 50 %-ად გაიყიდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არც განმეორებით აუქციონზეც არ გაიყიდა, გამოცხადდება მესამე , ნულოვანი აუქციონი. თუ სამჯერ არ გაიყიდა ობიექტი უბრუნდება მევალეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში