21 აგვისტოს ნინო ქათამაძე იმღერებს

18 აგვისტო 2016, 00:00 3068 ნახვა

ნინო ქათამაძის ახალი მუსიკალური ფერები ბათუმის კორტებზე. 21 აგვისტოს “ჩეკინ ჯორჯიას” ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართება. მომღერალი საკუთარ დაბადების დღეზე ჯგუფ “ინსაიდთან”, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და “შვიდკაცასთან” ერთად იმღერებს. ამავე დღეს მოხდება მისი მეექვსე ალბომის სახელწოდებით “ყვითელი”-ს პრეზენტაცია, რომელიც წელს ბერლინში ჩაწერეს. მონაწილეებმა დღეს კორტების სცენაზე რეპეტიცია გაიარეს. კონცერტიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში