ხულოში მერობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებენ

15 მაისი 2019, 10:32 2216 ნახვა

ხულოში მერობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებენ. მოსახლეობას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი შეხვდა. ირაკლი  ჯორბენაძე კარდაკარ შემოვლის პრინციპით სოფელ ქედლების მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. იგი ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში სოციალური დახმარებების გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში