ხულოს მერობის კანდიდატები ამომრჩეველებს ხვდებიან

15 მაისი 2019, 18:03 1673 ნახვა

ხულოში მერის რიგგარეშე არჩვენებამდე სამი დღე რჩება, შესაბამისად კანდიდატები ამომრჩეველთა გულის მოსაგებად აქტიურად მართავენ შეხვედრებს. მთავარმა გაარკვია, რომ წინასაარჩევნო გარემო ხულოში დაძაბულია - ასე აფასებს ოპოზიცია. უმცირესობაში აცხადებენ, რომ პროცესი შანტაჟისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს.

მმართველ გუნდში კი საპირისპიროს აცხადებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხულოში მშვიდი გარემოა და ხშირად ოპოზიცია პროვოკაციულ გზას ირჩევს. ამ განცხადებების პარალელურად კი გავარკვიეთ, რომ ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შესულია საჩივრებიც.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში