ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი კვლავ უცნობია

17 მაისი 2019, 12:00 1404 ნახვა

ერთ თვის შემდეგაც უცნობია ბათუმის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი. კომისიის წევრები ნეშტების დნმ-ანალიზსა და დაკრძალვის პროცედურებზე მსჯელობენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისიას მოქმედების გეგმა უახლოეს პერიდში იქნება და ნეშტების დაკრძალვის თარიღიც გაირკვევა.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ამ ეტაპზე დნმ ნიმუშების აღება მიმდინარეობს. კომისიის პირველი სხდომა 2 მაისს გაიმართა. თუმცა გადაწყვეტილება როდის ჩატარდება სამოქალაქო პანაშვიდი, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.  რეპრესიების დროს დახვრეტილი, 150-მდე ადამიანის ნეშტის პოვნის შესახებ ინფორმაცია, 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გავრცელა.  ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. თუმცა პროტესტის გამო დასაფლავების თარიღი შეიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში