ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი 5 დღეში გახდება ცნობილი

16 მაისი 2019, 12:00 1961 ნახვა

როგორია ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი - ბოლო კვლევის შედეგი 5 დღეში გახდება ცნობილი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტებმა სინჯები ლაბოლატორიული კვლევისთვის სანაპიროს საბანაო ზოლში 8 წერტილში აიღეს.

სპეცილისტების პროგნოზით,  გასულ წელთან შედარებით ზაფხულის სეზონისათვის წყლის ხარისხი  შედარებით უკეთესი იქნება, რასაც ნუგზარ პაპუნიძე  ადლიის გამწმენდი ნაგებობის გამართულ მუშაობას უკავშირებს.  წყალზე მონიტორინგი აპრილიდან დაიწყო და ოქტომბრის ჩათვლით  გაგრძელდება,  ამ დროის განმავლობაში  წყლიდან 132 სინჯის აღება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს ზღვის წყლის ხარისხის მიკრობიოლოგიურ გამოკვლევას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში