ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

17 მაისი 2019, 12:00 1388 ნახვა

ბათუმში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება.

როგორც  პრეზენტაციაზე ითქვა, ტერიტორიაზე აშენდება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას და ხელოვნების სკოლას, სადაც თავმოყრილი იქნება ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები.

პრემიერმა აღნიშნული საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე.

განათლებისა ქალაქის მშენებლობისთვის 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო. ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

პროექტი სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ ბათუმში გაიმართა.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში