აჭარაში 240 მეფუტკრე ფერმერს 1200 ფუტკრის ოჯახი გადაეცემა

17 მაისი 2019, 12:00 1536 ნახვა

აჭარაში 240 მეფუტკრე ფერმერს ჯამში 1200   ფუტკრის ოჯახი გადაეცემა.  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო  “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამით სუფსიდიას 100  ლარის ოდენობით გასცემს. პროგრამის ბენეფიციარები ის ფერმერები არიან, რომელთაც გასულ წელს ფუტკრის ოჯახები დაეღუპათ.

ფერმერებმა თავად შეარჩიეს ფუტკრის ოჯახის მიმწოდებლები და თავადვე უზრუნველყოფენ ფუტკრის ოჯახების უსაფრთხოდ ტრანსპროტირებასაც.

გასულ წელს დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ათასობით ოჯახი დაიღუპა, აჭარაში კი დაახლოებით 20  ათასი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში