ბათუმის ბულვარი - წარსული და თანამედროვეობა – კონფერენცია

17 მაისი 2019, 15:08 2084 ნახვა

ბათუმის ბულვარის განვითარების გეგმის ტექნიკური დავალების დოკუმენტზე ტენდერი სავარაუდოდ ორ კვირაში გამოცხადდება. ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ მანამდე კომისია შეიკრიბება.

შემდეგ გახდება ცნობილი რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ ბულვარის ადმინისტრაციას კონსერვაციისთვის. ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბულვარის ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.  

ახალი დოკუმენტის საფუძველზე  უნდა მოხდეს არამხოლოდ ბულვარის ზონებად  დაყოფა, არამედ ბულვარში მშენებარე ობიექტების შესაძლო დემონტაჟიც. ბათუმის ბულვარის  ისტორიულ, თანამედროვე და მომავალ განვითარებაზე დღეს კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრის ბოლოს შოთა გუჯაბიძის ფილმები უჩვენეს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა ჰეშთეგისთვის მომზადდა და რომელიც ბულვარის ისტორიას და თანამედროვეობას ეხება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში