ბულვარის განვითარების გეგმის ტექნიკური დავალება - ტენდერი ორ კვირაში გამოცხადდება

17 მაისი 2019, 18:15 1988 ნახვა

ორ კვირაში ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის განვითარების გენერალურ გეგმაზე გამოაცხადებს ტენდერს.

პირველ ეტაპზე შეისყიდიან ტექნიკურ დავალებას, რომელსაც სპეციალური კომისია შეადგენს. ამ გეგმაზე იქნება დამოკიდებული როგორ მოხდება ძველი ბულვარის კონსერვაცია და ახლის განვითარება. არ არის გამორიცხული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე რამდენიმე შენობის დანგრევა გახდეს საჭირო - ამაზე დრეს ღიად ისაუბრა ადმინისტრაციის უფროსმა, თუმცა ირაკლი ჯინჭარაძეს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

​მთავრობაში ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებენ და სპეციალისტების მიერ შემუშავებულ კვლევებს ელოდებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში