გასროლა 87-ე საარჩევნო უბანთან - ოპოზიციის წარმომადგენელი ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

18 მაისი 2019, 21:30 1422 ნახვა

ზუსტად 11 საათი შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებამდე. ზუგდიდი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ხვალ ახალი მერი უნდა აირჩიონ. აქ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული  იყო წინასაარჩევნო პერიოდი. განსაკუთრებით კი დღევანდელი დღე, რამდენიმე საათის წინ, 87-ე უბანთან გასროლის ხმა იყო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, მათ წარმომადგენელს ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში