ქვის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები  პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

18 მაისი 2019, 21:10 1753 ნახვა

ხელვაჩაურში სამრეწველო ზონაში ქვის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები, საწარმო საქმიანობაში ხელშეშლაზე საუბრობენ და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით ყოფილმა მეწილემ,  საწარმოს ელექტრო ენერგია გაუთიშა.  მოქმედი დირექტორი ამბობს, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა.  ზაზა პაპიძის თქმით, საწარმო თურქეთის მოქალაქის ინვესტიციაა და უკვე 2 წელია მუშაობს. 

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით ამ მისამართზე დავალიანება არ ფიქსირდება და ელექტრო - ენერგია მიეწოდება.სხვისი ნივთის დაზიანება / განადგურების  მოტივით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ჩვენ შევეცადეთ მეორე მხარესთან დაკავშირება, თუმცა მცდელობის მიუხედავად ვერ მოვახერხეთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში