გაშლილი კარვები რესპუბლიკურ  საავადმყოფოსთან

18 მაისი 2019, 21:08 1818 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს  თერაპიული  დეპარტამენტის უფროსმა,   მხარდამჭერებთან ერთად , საავადმყოფოს ახალი შენობის ეზოში კარვები გაშალა. ამ ფორმით  მათ,  შენობის დროული ინვენტარიზაცია მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით    პროცესი  ხელოვნურად ჭიანურდება,  რადგან  საავადმყოფოს გაქირავება იგეგმება.  შეკრებილებს აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა , ნინო ნიჟარაძის თქმით,  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაშ 4 საავადმყოფოს ინვენტარიზაცია დააანონსა ,რომელთა შორის  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოცაა. 

კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის , ან როდის დაიწყება ინვენტარიზაცია  ეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის.  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს, პრესსამსახურის წარმომადგენელმა კი განაცხადა ,რომ  სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. კონკრეტული პასუხების მიღებამდე  აქციის მონაწილეები კარვების დაშლას არ აპირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში