კოორდინატორები სიებით ხელში, ეს ზეგავლენაა ამომრჩეველზე და მნიშვნელოვანი პრობლემაა - საია 

19 მაისი 2019, 16:41 1846 ნახვა

"რასაც ვხედავთ ზუგდიდის მაგალითზე და რაც სხვა ოლქებშიც გვხდება სისტემატურად, ეს არის კოორდინატორების მობილიზება უბნების გარეთ. თუ სიტყვა-სიტყვით წავიკითხავთ კანონს, ეს არ არის დარღვევა, თუმცა არის ამომრჩეველთა ნებაზე გავლენის მოხდენა.

ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით ჩვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, იგივეს ამბობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და განსაკუთრებული გარემოება. 

შემაშფოთებელია ის, რომ ბატონი კახი კალაძე დღეს მოუწოდებდა კოორდინატორებს აქტიურობისკენ დ ერთგვარად ეუბნებოდა, რომ ნუ შეგეშინდებათ ჟურნალისტების თქვენი საქმიანობა კანონიერიაო. აქ არ არის საუბარი შიშზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ამომრჩეველს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს წავა თუ არა საერთოდ არჩევნებზე" - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში