თუ დამტკიცდა ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს - ასლან ბალაძე გაყიდულ მატჩებზე 

20 მაისი 2019, 12:21 5944 ნახვა

ბათუმი „დინამოსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი, ბათუმში, დინამოსთან თამაშის შემდეგ აიყვანა. სუს-ში დაკავების ფაქტი გუშინ დაგვიდასტურეს, დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას მათგან დღეს ველოდებით.

სუსი-ი "ვიტ ჯორჯიას" სავარაუდოდ გარიგებულ მატჩებს ედავება.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე "რუსთავისა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის გამართულ მატჩს ეხება, სადაც ვიტ ჯორჯიას 3-2 დამარცხდა. გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში 2-0 ლიდერობდა, თუმცა ბოლო 10 წუთში, მათ კარში სამი გოლი გავიდა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელებიც დააკავეს. გუნდის დირექტორი ადასტურებს 1 სპორტსმენის დაკავების ფაქტს. ამბობს, რომ კიდევ ერთ ფეხბურთელს ედავებიან სავარაუდოდ მატჩის გარიგებას.

დილიდან, გურიის ლანჩხუთის 4  ფეხბურთელის დაკავებაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა კლუბში არ ადასტურებენ.   

 საზოგადოებრივი მაუწყებლის დაზუსტებული  ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 საათის განმავლობაში 6 ფეხბურთელი დააკავა. 

ბათუმის დინამოს სპორტული დირექტორის ასლან ბალაძის თქმით „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ თამაშზე დაახლოებით 10-მდე სახელმწიფო უსაფრთხოების ავტომობილი და წარმომადგენლები იმყოფებდა, რომლებმაც გასახდელიდან უხმაუროდ აიყვანეს "ვიტ ჯორჯიას" 5 ფეხბურთელი. ასლან ბალაძე ყველა იმ პიროვნების მკაცრად დასჯას მოითხოვს, რომლებიც გარიგებულ მატჩებთან არიან კავშირში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში