ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

20 მაისი 2019, 17:23 2931 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

22 მაისის 08:00სთ-დან 23 მაისის 08:00სთ-მდე, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გვირაბების ჩაკეტვის პერიოდში, ფოთიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე გადაერთვება. უფრო კონკრეტულად კი 13-ე კმ-ზე  არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზების გავლით.

სარფიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 30-ე კმ-ზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მაისის 08:00 საათიდან 31 მაისის 08:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა იკრძალება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში – ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.  5 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე კი, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში