მოვაჭრეები ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვენ

21 მაისი 2019, 15:21 1729 ნახვა

ბათუმში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ითხოვენ ავტოსადგურის ტერიტორიიდან მერიამ  ალტერნატიულ ადგილას გადაიყვანოს. მოვაჭრეების თქმით,   მყიდველის სიმცირის გამო  პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებენ. მერია ამ ეტაპისთვის მათ  ახალ ტერიტორიაზე გადაყვანას არ გეგმავს,  უწყებაში განმარტავენ რომ გარემოვაჭრეებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაყვანამდე  რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს.

მოვაჭრეებმა კი არჩევანი ავტოსადგურზე გააკეთეს.  მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მოვაჭრეების ახალ ტერიტორიაზე გადაყვანისთანავე  10 ლოკაციაზე სარეკლამო ბანერები განათავსეს.  შეგახსენებთ, ბათუმში გარე  ვაჭრობა 28 იანვრის შემდეგ ეტაპობრივად აიკრძალა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში