მამაკაცმა მეუღლე და შვილები სახლში ჩაკეტა და მოკვლით ემუქრებოდა - შსს

22 მაისი 2019, 10:31 2005 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჩაკეტა, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და მოკვლით ემუქრებოდა. 

112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე სამართალდამცველები გავიდნენ. 

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელები მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა. ამიტომ სამართალდამცველებს ბინაში შესვლა, სპეცტექნიკის გამოყენებით მოუხდათ. 

შსს-მ 36 წლის კაცი, ოჯახში ძალადობისთვის აიყვანა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში