„ზაფხული იწყება აქ“ – ტრადიციულ ზაფხულის ფესტივალს ბათუმი წელსაც უმასპინძლებს

22 მაისი 2019, 12:31 2857 ნახვა

„ზაფხული იწყება აქ“ – ტრადიციულ ზაფხულის ფესტივალს ბათუმი წელსაც უმასპინძლებს.  ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა 15 ივნისს დაიგეგმა. ღონისძიებები  ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე გაიმართება, რომელიც ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით  გაფორმდება.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები, ასევე ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური შემსრულებლები  იზრუნებენ.  დაგეგმილია   ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი,  დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის, სპორტული ღონისძიებები  და ცეცხლოვანი შოუ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში