ინგლისური ენის გადამზადების კურსი და ტრენინგები მზარეულებისთვის

22 მაისი 2019, 15:29 1227 ნახვა

ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, მენიუს დაგეგმვა და შედგენა, სამზარეულოს სანიტარული ნორმები - ამ  თემების შესახებ ხულოში მზარეულები გადამზადდნენ. პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგები კურორტ გოდერძისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მზარეულებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში წელს პირველად ჩაუტარდა.

პარალელურად საკომუნიკაციო ინგლისურს სწავლობენ კურორტ გოდერძისა და დანისპარაულის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები. მათ  სერთიფიკატები გადაეცათ. ვიდეო მასალა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში