სარალიძის საქმეზე დაკავებულს ორი წლით და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა

22 მაისი 2019, 21:20 1067 ნახვა

2.3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემაში ცნო დამნაშავედ. მას ოფიციალურად 3-წლიანი სასჯელი შეუფარდეს, თუმცა ვადა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით შეუმსუბუქდა.

იგი გასული წლის ივლისსში დააკავეს, გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მან უარყო მეორე არასრულწლოვნის მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გამოძიების ცნობით, სასამართლო სხდომამდე იგი შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში