აჭარასა და თბილისში 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს

23 მაისი 2019, 10:19 1637 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. მაკონტროლებლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს.

უაქციზო პროდუქციის საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლებას ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში