რადიო აჭარა 89 წლის გახდა

23 მაისი 2019, 11:55 1846 ნახვა

დღეს ქართული რადიოს დღეა. პირველი საცდელი რადიოგადაცემა ეთერში 1925 წლის  23 მაისს გადაიცა. დღეს ასევე  იუბილარია აჭარის  რადიო.  პირველი ინფორმაცია რადიო აჭარის ეთერში 89 წლის  წინ, 1930  წლის  მაისში  გავიდა. 

თავდაპირველად, მოსახლეობას მაუწყებლობა საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალო ტალღოვანი სადგური ამოქმედდა. 1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა, დაემატა ახალი გადაცემები და რუბრიკები.

2001 წლიდან ჩვენს რადიოს თანამგზავრული კავშირის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე  104,5 - 24 საათიანია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში