ავტომობილი ქედაში გაზის მილს დაეჯახა, დაშავდა დედა და ორი შვილი  

23 მაისი 2019, 11:44 1920 ნახვა

ქედაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა - დედა და ორი შვილი.  შემთხვევა დღეს დილით მოხდა, მსუბუქი ავტომობილი გზის ცენტრალურ მილს დაეჯახა. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილა. სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, რომ პაციენტები ზედაპირული დაზიანებები აქვთ.

გამოძიება მძღოლის მხრიდან ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარებს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში