ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23 მაისი 2019, 18:19 1940 ნახვა

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას, რომელიც დაზუსტდა რომ 16 წლის არის, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომები 28 ივნისს დაიწყება. 

ადვოკატმა დღეს თქვა, რომ ბრალდებული დუმილის უფლება იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა. 

საქმის პროკურორის თქმით, გამოძიების პირველ ეტაპზე არასრულწლოვანი სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ ტავად მოუყვა. 

''ბრალდების მხარისთვის ცნობილია, საქმეში რა მასალები მოიპოვება, მან გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, ის ბრალდებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პოზიცია. დეტალებთან დაკავშირებით, პროცესის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს," - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

პატიმრობის გამოყენებას დაცვის მხარეც დაეთანხმა. არასრულწლოვანი დედის უფლებადამცველი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ბრალდებულთან შეთანხმებით მიიღეს. 

ქეთევან გაგლოევის თქმით, დუმილის უფლების გამოყენება ან პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში