საია დაიცავს სტუდენტს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში ლექტორს ადანაშაულებს

23 მაისი 2019, 21:14 2623 ნახვა

საკრებულოდან მივლინებაში მყოფი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ამბობს, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული ქმედებაა. „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი ფიქრობს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს - ეს კი არჩევნებამდე შენიშნა.

მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ მას ამის შესახებ აქამდე არც საგამოძიებო უწყებებისთვის უცნობებია და არც სტუდენტი გაუფრთხილებია. სატელეფონო ინტერვიუ დეპუტატთან TV25-მა ჩაწერა. მან ჩვენს ზარებს დაპირების მიუხედავად აღარ უპასუხა.

ცნობილი ხდება, რომ სტუდენტის უფლებებს სასამართლოში საია დაიცავს. სტუდენტის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა საკრებულოს თავმჯდომარემაც, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრისგან. დღეს მირდატ ქამადაძის გუშინდელ განცხადებას პარტიაში არ გაემიჯნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ იურისტის პოზიცია იყო. განცხადება პარტიიდან მხოლოდ ქალებმა გაავრცელეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში