მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მხარეებს შორის შეხვედრა ივნისის დასაწყისში გაიმართება

23 მაისი 2019, 21:19 1998 ნახვა

თემა, რომელსაც უკვე წლებია ყველა ხელისუფალი არიდებს თავს და ეჭვი საკითხის ხელოვნური გაჭიანურების შესახებ, რომელიც მუსლიმებს წლიდან წლამდე უმყარდებათ - მერია კიდევ ერთ შანსს სავარაუდოდ 7 ივნისს გამოიყენებს - დაახლოებით 2 კვირაში შედგება შეხვედრა მუსლიმი თემის ნაწილსა და მერიას შორის. ამაზე იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

საბოლოო სიტყვა ოფიციალურად მაინც ქალაქის მთავრობამ უნდა თქვას, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით პასუხისმგებელია თანაბარ მიდგომაზე. მიუხედავად ამისა ცნობილი ხდება, რომ მერია კონსულტაციებს ბოლო პერიოდში მუსლიმების ნაცვლად, ცენტრალურ უწყებებთან გადიოდა.

ამასთან, ოპოზიცია მთავრობას თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს - მეჩეთის საკითხს საარჩევნო ხმებთან აკავშირებენ. არსებული კითხვები და არარსებული პასუხები

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში