გუნდში შესაბამისი რეაგირება იქნება - თორნიკე რიჟვაძე სტუდენტის, სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე 

24 მაისი 2019, 11:03 3838 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველ გუნდს და პარტიას სტუდენტის, სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე, შესაბამისი რეაქცია ექნება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ისინი შედეგებს ელოდებიან. 

"ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება ზოგადად ფაქტის ირგვლივ. ბუნებრივია რეაქციაც იქნება შესაბამისი, როგორც გუნდის შიგნით, ასევე პარტიაში," - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ომარ მახარაძე, სექსუალურ შევიწროებაში მისივე სტუდენტი ადანაშაულებს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

სტუდენტის ბრალდებას ლექტორი უარყოფს. აცხადებს, რომ ებრძვიან და მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმეს.  

​ბსუ-ს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობა დროებით შეუჩერდა.  უნივერისტეტის ეთიკის საბჭოს წევრები, დღეს იმ სტუდენტს მოუსმენენ, რომელმაც ლექტორი ამხილა. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ორი დღის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს ვინმეს ხელი დააფაროს. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში