დისციპლინური კომისია სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების ავტორს უსმენს

24 მაისი 2019, 12:27 1982 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც სავარაუდოდ ლექტორი სექსუალურად ავიწროებდა, ამ წუთებში, სასწავლებლის დისციპლინური კომისიას საბჭო უსმენს. შეხვედრა დახურულია.

მეორე კურსის სტუდენტმა, სამი დღის წინ თქვა, რომ ლექტორი  ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150 მუხლით დაიწყო, ლექტორს სალექციო უფლებაც შეჩერებული აქვს.

ომარ მახარაძე, რომელიც ასევეა საკრებულოს წევრია, ამ ყველაფერს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და ამბობს, რომ ტელეფონის აიქლაუდი გაუტეხეს, რის გამოც შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში