სექსუალური ძალადობის საქმე – შსს-მ მუხლი შეცვალა

24 მაისი 2019, 19:21 2377 ნახვა

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი შეცვალა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას“ გულისხმობს.

აქამდე კი ''სტუდენტის საქმეს'' 150-ე „იძულების“ მუხლით იძიებდნენ. მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს თქვა, რომ ლექტორის მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.


 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში