32 კანდიდატიდან 29 მოსამართლე უვადოდ განწესდა

25 მაისი 2019, 12:32 1110 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 29 მოსამართლე უვადოდ განწესდა, დანარჩენი სამი კი, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. არჩეულთაგან სამი, იუსტიციის სკოლის ყოფილი მსმენელია, ორი ყოფილი მოსამართლე, ხოლო დანარჩენი 27 – მოქმედი მოსამართლე. კონკურსზე 11 ადგილი ვაკანტურად დარჩა, რადგან კანდიდატებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

ამასთან, სისტემაში 11 ვაკანსიას სხვა ვაკანსიებიც დაემატება, რადგან არჩეული მოქმედი მოსამართლეები სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ და მათი ადგილები გათავისუფლდა.უცნობია, როდის გამოცხადდება განმეორებითი კონკურსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში