თამარ ჩუგოშვილს მიმართა სტუდენტმა, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში ლექტორს ადანაშაულებს

25 მაისი 2019, 20:00 5138 ნახვა

შეავიწროვა თუ არა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორმა სექსუალურად? ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა მის უფლებებს ამ პროცესში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე აღარ დაიცავს. ორგანიზაცია, რომელმაც 19 წლის გოგონას სამართლებრივი დახმარება შესთავაზა,მომჩივანის გადაწყვეტილებით, კერძო ადვოკატმა ჩაანაცვლა.

სტუდენტმა, ეჭქვეშ დააყენა  სავარაუდო მოძალადის ვერსიაც. სწორედ ეს გარემოებები იწვევს და აძლიერებს საზოგადოების ეჭვებს, მასზე სავარაუდო ზეწოლის კუთხით. თავად ლექტორი და ბათუმის საკრებულოს მაღალჩინოსანი, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი სოციალური ქსელით, სავარაუდოდ ჰაკერულად ისარგებლეს. მიმდინარე პროცესებს კი, მის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიად მიიჩნევს.

რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ გვერდზე გამოქვეყნდა იმ სტუდენტის ღია წერილი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. სტუდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს მიმართავს და მხარდაჭერას სთხოვს. ციტატა-“როგორც ქალს, გავლენიან პოლიტიკოსს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს. მოგმართავთ სტუდენტი და გთხოვთ თვალი ადევნოთ საქმის მსვლელობას. გამოიჩინოთ კეთილი ნება და პროცესში ჩაერთეთ მაქსიმალურად.

ვფიქრობ, ჩემი, როგორც 19 წლის გოგოს მძიმე გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ ქალზე ძალადობის  მსგავს შემთხვევები თუ სამართალდამცავების უმოქმედობა“,- წერია ღია წერილში. ჩვენ დავუკავშირდით თამარ ჩერგოლეიშვილს, მან დაადასტურა, რომ უკვე გაეცნო წერილის შინაარსს, გამომდინარე იქედან, რომ სტუდენტის ვინაობა მისთვის ღია წერილიდან უცნობია, სტუდენტს სთხოვს,  სოციალური ქსელის მეშვეობით პირადად დაუკავშირდეს მას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში