დავით გარეჯში სასულიერო პირები ჩავიდნენ

25 მაისი 2019, 21:40 1187 ნახვა

საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად დავით გარეჯში არსებულ ვითარებას გაეცნო. მათ, დაათვალიერეს ის გზა, რომლის გაყვანაც აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მისი განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, რადგან ეს საერთო პრობლემაა. კიდევ ერთი სასულიერი პირის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით კი ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას - ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში