26 მაისი საქართველო მუზეუმებში

26 მაისი 2019, 19:30 1206 ნახვა

101-ე წელი პირველი დამოუკიდებლობიდან და ატრიბუტიკა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უკავშირდება. ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილად ქცეული სიმბოლოები შეიძლება ვიზუალურად ბევრისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა საკითხავია რა ვიცით მათ შესახებ. ირკვევა, რომ ყველაფერს, რაც 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან ერთად, როგორც სახელმწიფოებრიობის ნიშანი გაჩნდა, საკუთარი, ზოგიერთ შემთხვევაში უნიკალური ისტორიაც აქვს.

მათი ადგილსამყოფელი კი ეროვნული ბიბლიოთეკა და ხელოვნების სასახლეა. სწორედ ამ დაწესებულებებში მიეცა ჩვენს გადამღებ ჯგუფს შესაძლებლობა მოესმინა და ჩაეწერა საინტერესო ისტორიები პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკისა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო და ორიგინალი მასალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მასალების ნაწილი, საცავებიდან, ექსკლუზიურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის გამოიტანეს.    

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში