მაღაროელების გაფიცვა და მოსახლეობის სოლიდარობის აქცია

27 მაისი 2019, 15:04 1332 ნახვა

ჭიათურაში მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ ადგილზე სამი მინისტრი ჩავა. მაღაროელებთან შეხვედრა მინისტრებს პრემიერმა დაავალა. ჭიათურაში ეკონომიკის, განათლების და ჯანდაცვის მინისტრები ჩავლენ და  მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან. შეგახსნებთ, ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება.

გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ, რასაც კომპანია ჯორჯიან მანგანეზ არ თანხმდება, მათ გაფიცულებთან სხვა შეთავაზება აქვთ.  ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა, თუმცა მოსწავლეების პროტესტს არ ადასტურებენ განათლების სამინისტროში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში