საკონსტიტუციო სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

28 მაისი 2019, 12:23 1048 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.  სადავოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას  ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის განმეორებით დატაცებისათვის, ასევე სასმელი წყლის განმეორებით უკანონოდ მოხმარების ან წყალარინების ქსელით განმეორებით უკანონოდ სარგებლობისათვის ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს.

არსებული ნორმების თანახმად,  ფიზიკური პირი  100 ლარით,   ხოლო იურიდიული პირი და დაწესებულებები  - 15 000 ლარით ჯარიმდებიან. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ  ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან  ფიქრობენ რომ განსხვავებული ოდენობების ჯარიმის  დაკისრება ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში