ჩაქვში წყლის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი მოეწყო

29 მაისი 2019, 15:00 1091 ნახვა

ჩაქვში წყლის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ბათუმის წყლის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ,  ძველი სისტემა გაუქმდება  და მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

კომპანია მოსახლეობას მიმართავს, თუ რომელიმე აბონენტის მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტიება დასრულდა, თუმცა არ დამონტაჟებულა  მრიცხველი, დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 24- 22 -22 . 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში