რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ბენო ჭელიძემ შეკვეთილში შიმშილობის აქცია დაიწყო

31 მაისი 2019, 12:26 7885 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ბენო ჭელიძემ შეკვეთილში შიმშილობის აქცია დაიწყო. მისი ინფორმაციით,  პროტესტის უკიდურეს ფორმას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდება.

როგორც ამბობს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებაა დაგეგმილი, რადგანაც მშენებლობა დასრულებულია, თუმცა სამედიცინო დაწესებულების  აღჭურვა გაჭიანურდა და ამისთვის არც  თანხებია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

საკითხთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სატელევიზიო  კომენტარს არ აკეთებენ.    უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დასრულდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს მიღება-ჩაბარების პროცედურები.

ახალი კლინიკა მუშაობას სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების სტატუსით გააგრძელებს,  კლინიკის გასხვისება არ იგეგმება. აღჭურვის საკითხი კი სახელმწიფო კლინიკების მართვის კონცეფციის ერთიან ჭრილში განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში