აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი პირველ ჯერზე ვერ აირჩიეს

31 მაისი 2019, 18:47 2425 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 8 კანდიდატიდან, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრის ხმები გაიყო. პირველ მცდელობაზე მაუწყებლის დირექტორი ვერ გამოვლინდა. 

ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა. მერაბ წულუკიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა. 

თითო-თითო ხმა კი მიიღეს ირმა ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ნათია ზოიძემ. 

პროცედურის თანახმად, ასეთ შემთვევაში განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, სადაც ყველა ის კანდიდატი მონაწილეობას, რომლებმაც ერთი ხმა მაინც მიიღეს. კენჭისყრა ნახევარ საათში, განმეორებით ჩატარდება. კენჭისყრას ეთიშებიან თორნიკე მჯავანაძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, დავით ჩხარტიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში