აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდა

31 მაისი 2019, 21:02 2829 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად ხელახალი კონკურსი ცხადდება - ვადები ორშაბათს გახდება ცნობილი - ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ორი კენჭისყრა ჩავარდა - ხმები ორივე შემთხვევაში გაიყო, მრჩეველთა საბჭოს არცერთ წევრს აზრი არ შეუცვლია - ერთმა ირმა ზოიძეს დაუჭირა მხარი, მეორემ ნათია ზოიძეს, მესამემ ბაჩო გურაბანიძეს, ორმა კი მერაბ წულუკიძეს - ხმა საერთოდ არ მიუღია დავით ჩხარტიშვილს, გიორგი კოხრეიძეს, ბაჩუკი ჩხეიძეს და თორნიკე მჟავანაძეს.

ცნობისთვის, სწორედ თორნიკე მჟავანაძეზე ამბობდნენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს, რომ იგი არხის ახალი დირექტორი გახდებოდა. დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა რომ ასე არ მოხდა, თუმცა მრჩევლების აზრი ოთხად გაიყო. რა მოხდება შემდგომ კონკურსში და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას ამის შესახებ ცნობილი ორშაბათიდან გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში