7  მაღალჩინოსნის საქმე- რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 7 საათიანი  განხილვის შემდეგ?

01 ივნისი 2019, 21:40 4563 ნახვა

7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა, თითქმის 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.  მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს.

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული. დღეს, პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინეს. პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს - თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში