მოსამართლეობის მსურველთა გასაჯაროებული სია

02 ივნისი 2019, 12:30 1158 ნახვა

აზრთა სხვადასხვაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი სიის ირგვლივ. დამატებითი კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს. ოპოზიცია კი ზოგიერთ კანდიდატს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევს. ვიდრე პარლამენტი სიას არ განიხილავს, შეფასებებისგან თავს იკავებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში განცხადებებისა და დოკუმენტების შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა დაიწყება.

ჯერ 144 დან მსურველების გადარჩევა მოხდება, დაიწყება ღია გასაუბრების ეტაპი და საბოლოდ საბჭო პარლამენტს 18 კანდიდატს წარუდგენს. საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ცვლილებების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გასული წლის 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში